ხის სახლები და კოტეჯები

ხის კოტეჯების მშენებლობა

აიშენე ოცნების ხის სახლი...

A-Frame სახლი გამოირჩევა თავისი უნიკალური სამკუთხა დიზაინით, რომელიც ბუნებასთან ინტეგრაციას აადვილებს. მისი ფართო ფანჯრები და მყუდრო ინტერიერი უზრუნველყოფს სიმშვიდესა და კომფორტს ნებისმიერ სეზონზე.

ბარნჰაუსის ტიპის სახლები გამოირჩევა მათი მაღალი ჭერით, რაც ქმნის დიდ სივრცეს  და გაძლევთ ნათელ ოთახებს. ბარნჰაუსის ტიპის სახლებში ჭერის სიმაღლე ყოველთვის არასტანდარტულია და ზომები ერგება პროექტს.

ინდივიდუალური

ინდივიდუალური, დამკვეთის გემოვნებაზე მორგებული ხის სახლების მშენებლობა, გაძლევთ შესაძლებლობას, წარმოადგინოთ თქვენი პროექტი ან ჩვენთან ერთად შექმნათ სასურველი დიზაინის, ზომის და განლაგების ხის სახლი.

მეტის ნახვა

ჩვენ გვიყვარს ხარისხი!

ჩვენი თითოეული პროექტი შექმნილია სიყვარულითა და ყურადღებით, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხი და გამძლეობა. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ სტანდარტი კი არა, არამედ მიდგომაა – ხის ყოველი ნაწილი, დიზაინის ყოველი დეტალი და მომსახურების ყოველი ნაბიჯი მაქსიმალურ სიზუსტესა და ზრუნვას მოითხოვს. გვენდეთ და დაგეხმარებით შექმნათ თქვენი იდეალური საცხოვრებელი გარემო, სადაც ხარისხი ყოველთვის პრიორიტეტია!

ექსტერიერი

ჩვენი ხისსახლების ექსტერიერი ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას, ქმნის მყუდრო და ესთეტიკურ სივრცეს, სადაც კომფორტი და სტილი ერთდება.

ინტერიერი

ხის კოტეჯების ინტერიერი მორგებულია კომფორტზე და სიმშვიდეზე, ქმნის თბილ და მყუდრო ატმოსფეროს, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაშია.

კიბეები

ხის კიბეები ქმნიან ელეგანტურ და ბუნებრივ სილამაზეს, დამატებით სითბოსა და ესთეტიკას სძენენ ინტერიერს, რომელშიც ჰარმონია და კომფორტია.

კარ-ფანჯარა

ხის და მეტალოპლასტმასის კარები, მაღალი ხარისხის მეტალოს ფანჯრებთან ერთად, ქმნიან სანდოობას, სითბოსა და ესთეტიკას, რაც ჩვენს კოტეჯებს სრულყოფილ კომფორტს სძენს.

პროექტები

ხშირად დასმული კითხვები

მშენებლობის დრო დამოკიდებულია კოტეჯის ზომასა და პროექტის სირთულეზე, თუმცა საშუალოდ 15 დღიდან 40 დღემდე სჭირდება სრულად დასრულებას.

დიახ, ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ სტანდარტული მოდელი ან შეუკვეთოთ სრულად ინდივიდუალურად მორგებული დიზაინი – თქვენი გემოვნებით და საჭიროებებით.

კოტეჯების საძირკველისთვის ვაკეთებთ წერტილოვან საძირკველს.

ხე ბუნებრივად ინარჩუნებს სითბოს, თუმცა დამატებით ვიყენებთ თბოიზოლაციის თანამედროვე მასალებს (ქვაბამბა), რაც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას.

ხის კოტეჯის გამძლეობა დამოკიდებულია მასალების ხარისხზე, სწორ დამუშავებაზე და მოვლაზე. საშუალოდ, კარგად აშენებული კოტეჯი 50 წელზე მეტს ძლებს.

დიახ, ხის კოტეჯი ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა სახლია, რაც არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს და ხელს უწყობს ჯანსაღ გარემოს.

საკონტაქტო ფორმა

კონტაქტი