აიშენე ოცნების ხის სახლი...
A-Frame სახლი გამოირჩევა თავისი უნიკალური სამკუთხა დიზაინით, რომელიც ბუნებასთან ინტეგრაციას აადვილებს. მისი ფართო ფანჯრები და მყუდრო ინტერიერი უზრუნველყოფს სიმშვიდესა და კომფორტს ნებისმიერ სეზონზე.
ბარნჰაუსის ტიპის სახლები გამოირჩევა მათი მაღალი ჭერით, რაც ქმნის დიდ სივრცეს და გაძლევთ ნათელ ოთახებს. ბარნჰაუსის ტიპის სახლებში ჭერის სიმაღლე ყოველთვის არასტანდარტულია და ზომები ერგება პროექტს.
ინდივიდუალური, დამკვეთის გემოვნებაზე მორგებული ხის სახლების მშენებლობა, გაძლევთ შესაძლებლობას, წარმოადგინოთ თქვენი პროექტი ან ჩვენთან ერთად შექმნათ სასურველი დიზაინის, ზომის და განლაგების ხის სახლი.
ჩვენი თითოეული პროექტი შექმნილია სიყვარულითა და ყურადღებით, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხი და გამძლეობა. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ სტანდარტი კი არა, არამედ მიდგომაა – ხის ყოველი ნაწილი, დიზაინის ყოველი დეტალი და მომსახურების ყოველი ნაბიჯი მაქსიმალურ სიზუსტესა და ზრუნვას მოითხოვს. გვენდეთ და დაგეხმარებით შექმნათ თქვენი იდეალური საცხოვრებელი გარემო, სადაც ხარისხი ყოველთვის პრიორიტეტია!
ჩვენი ხისსახლების ექსტერიერი ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას, ქმნის მყუდრო და ესთეტიკურ სივრცეს, სადაც კომფორტი და სტილი ერთდება.
ხის კოტეჯების ინტერიერი მორგებულია კომფორტზე და სიმშვიდეზე, ქმნის თბილ და მყუდრო ატმოსფეროს, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაშია.
ხის კიბეები ქმნიან ელეგანტურ და ბუნებრივ სილამაზეს, დამატებით სითბოსა და ესთეტიკას სძენენ ინტერიერს, რომელშიც ჰარმონია და კომფორტია.
ხის და მეტალოპლასტმასის კარები, მაღალი ხარისხის მეტალოს ფანჯრებთან ერთად, ქმნიან სანდოობას, სითბოსა და ესთეტიკას, რაც ჩვენს კოტეჯებს სრულყოფილ კომფორტს სძენს.